მსუბუქი ავტომობილების იმპორტი გაიზარდა, ექსპორტი კი შემცირდა - სად ვყიდით და ვყიდულობთ მანქანებს

2024 წლის იანვარ-მარტში საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 31.3%-ით შემცირდა, ექსპორტი კი 7.8%-ით გაიზარდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში იმპორტირებული იქნა 486.575 მლნ დოლარის ღირებულების (32 204 ერთეული) მსუბუქი ავტომობილი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი იმპორტის მოცულობა 707.485 მლნ დოლარს შეადგენდა (47 095 ერთეული).

რაც შეეხება ექსპორტს, საქსტატის მონაცემებით, თუ 2023 წლის იანვარ-მარტში ქვეყანამ უცხოეთში 411.771 მლნ დოლარის (22 391 ერთეული) მანქანა გაყიდა, წელს ამ მაჩვენებელმა 443.815 მლნ დოლარი (20 640 ერთეული) შეადგინა.

top-5 ქვეყანა, სადაც 2024 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან ავტომობილები გავიდა:

  • ყირგიზეთი – 221.969 მლნ დოლარი (5 803 ერთეული)
  • ყაზახეთი – 129.394 მლნ დოლარი (9 714 ერთეული)
  • აზერბაიჯანი – 48.457 მლნ დოლარი (2 601 ერთეული)
  • სომხეთი – 22.082 მლნ დოლარი (1 393 ერთეული)
  • ბელგია – 5.534 მლნ დოლარი (104 ერთეული)

top-5 ქვეყანა, საიდანაც 2024 წლის იანვარ-მარტში საქართველოში ავტომობილები შემოვიდა:

  • აშშ – 270.680 მლნ დოლარი (22 350 ერთეული)
  • გერმანია – 83.504 მლნ დოლარი (1 922 ერთეული)
  • იაპონია – 54.666 მლნ დოლარი (4 216 ერთეული)
  • კორეის რესპუბლიკა – 11.738 მლნ დოლარი (765 ერთეული)
  • გაერთიანებული სამეფო – 9.738 მლნ დოლარი (94 ერთეული)