2016 წლის ყველაზე ინოვაციური აპლიკაციები

მობილური აპლიკაციები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი გახდა ნებისმიერი პროდუქტისა და ბრენდისთვის.

თუმცა იმ ფონზე, როდესაც ყოველდღიურად მსოფლიოს მასშტაბით ათასობით აპლიკაცია იქმნება, გამორჩეული მხოლოდ რამდენიმე მათგანია.

გამოცემა Fastcodesign 2016 წლის ყველაზე ინოვაციური აპლიკაციების რეიტინგს აქვეყნებს.

Hopper

ფრენების საძიებლად სმარტფონი მაინცდამაინც კარგი არჩევანი არ არის. კომპანია „ჰოპერმა“ შექმნა აპლიკაცია, რომელიც დღიურად მილიარდ ფრენას აანალიზებს თავისი ფასების ჩთვლით და ყველაზე იაფიანი რეისების განრიგს გთავაზობთ.

M for Facebook Messenger

მსოფლიოს უმსხვილესი სოციალური ქსელი მომავალს ხელოვნურ ინტელექტთან ერთად ხედავს. ემი (M) მესენჯერის პირველი ნაბიჯია მომავლისკენ: ვირტუალური ასისტენტი, რომელიც ადამიანისა და მანქანის ინტელექტის კომბინაციაა შოპინგის, რეზერვაციების ძიებისა თუ ივენთების დაგეგმვის საკითხებში.

Tilt Brush

გუგლის აპლიკაცია სამგანზომილებიანი ვირტუალური სივრცის დახატვის საშუალებას იძლევა. ამასთან, ქმნის ცეცხლისა და თოვლის მასალის იმიტაციას.

MightyTV Video Discovery App

ვიდეო აპლიკაცია აანალიზებს სატალევიზიო გადაცემებს და მომხმარებლისთვის მისივე ინტერესებისა და შეხედულებებიდან გამომდინარე, საყურებელი გადაცემების განრიგს ადგენს.

Robinhood

ქურდების პრინცის სახელად წოდებული აპლიკაცია აქციების მარტივად შეძენისა და გაყიდვის საშუალებას იძლევა. გაყიდვები და ვაჭრობა ხდება თინდერის სტილში.

Toca Blocks

ხუთიდან ცხრა წლამდე ბავშვებისთვის გათვლილი თამაში ციფრული ლეგოსავითაა, რომლის მეშვეობითაც საკუთარი ციფრული სამყაროების შექმნა შეგიძლიათ.

Adobe Experience Design CC (XD)

დიზაინერებს როგორც იქნა, საკუთარი აპლიკაცია აქვთ. ამ პლატფორმაზე ყველაფერია გაერთიანებული ქლაუდი, XD და ა.შ. ეს ყველაზე მარტივი და მოსახერხებელი გზაა სმარტფონით ადობე სერვისების გამოყენების.

Block'hood

ურბანულ დიზაინერებს უკეთესი ქალაქების შენება ვიდეოთამაშებით შეუძლიათ. ახალი თამაშის მიზანია საზოგადოებისთვის მოსახერხებელი ადგილის შექმნა. ურბანისტებს შეუძლიათ ოცდამეერთე საუკუნის ქალაქების დიზაინები საკუთარ ტელეფონებშივე შექმნან.