ადამიანის კალიგრაფიის იმიტირება კლავიატურით იქნება შესაძლებელი

ბრიტანელმა მკვლევარებმა კომპიუტერული პროგრამა შექმნეს, რომელსაც შეუძლია კლავიტურის მეშვეობით აკრეფილი ტექსტი ხელწერად აქციოს და კონკრეტული პირის კალიგრაფიის იმიტირება მოახდინოს.

სამცენიერო ჟურნლის ACM Transactions on Graphics-ის ცნობით, პროგრამა იყენებს ხელწერის ნიმუშს (საკმარისია ერთი აბზაცი), რის შემდეგაც აგრძელებს წერას ისე, თითქოს კონკრეტული ავტორის ხელით ნაწერია.

პირის კალიგრაფიის შესწავლის მიზნით, პროგრამა აანალიზებს როგორც პირის მიერ დაწერილ ცალკეულ ასოებს, ასევე ხაზობრივ ტექსტურას, გადაბმას, მანძილს სიტყვასა და სტროფებს შორის.

პროგრამა ამ დროისთვის დახვეწის სტადიაზეა. ამ ეტაპზე უცნობია მისი სახელწოდება და ხელმისაწვდომობის შესახებ კონკრეტული თარიღი.

კოკა კვირკველია