"დარწმუნებული ვართ, რომ ლარი შეინარჩუნებს სტაბილურობას და საშუალოვადიან პერიოდში გამყარდება"

ფინანსთა მინისტრი ნოდარი ხადური დარწმუნებულია, რომ ლარი შეინარჩუნებს სტაბილურობას და საშუალოვადიან პერიოდში აუცილებლად გამყარდება.

ამის შესახებ ხადურმა ჟურნალისტებს ლარის კურსის ვარდნის ტენდენციაზე კომენტირებისას განუცხადა.

"საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გააკეთა განცხადება, რომ ერთჯერად ტრანზაქციებს ჰქონდა ადგილი. ეს ტრანზაქციები დასრულებულია და ჩვენ იმედი გვაქვს და დარწმუნებული ვართ, რომ ლარი შეინარჩუნებს სტაბილურობას და როგორც არაერთხელ აღინიშნა, საშუალოვადიან პერიოდში ის აუცილებლად გამყარდება", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.