საქართველოში 300 ათასი ფერმერიდან აგროდაზღვევით 16 ათასამდე სარგებლობს

300 ათასი ფერმერიდან აგროდაზღვევით 16 ათასამდე ადამიანი სარგებლობს. მთლიანობაში აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამას ფერმერების მხოლოდ 5% იყენებს. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ცნობით, 2014 წელს 2016 წელთან შედარებით აგროდაზღვევით 5 000 ბენეფიციარით მეტი სარგებლოდა. ბენეფიციარების შემცირება კი სახელმწიფო სუბსიდიის კლებამ გამოიწვია. ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია "აგრო სოლუშენსში" აგროდაზღვევის შესახებ ფერმერების ინფორმირებულობის დაბალ დონესა და ზარალის შეფასების სისტემის გაუმართაობაზე საუბრობენ.

იხილეთ ვიდეო PALITRATV-ზე