სამეგრელოში თხილი გაძვირდა

ზუგდიდში თხილის ფასმა საგრძნობლად მოიმატა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ამ დროისთვის 1 კგ თხილის ფასი 4 ლარიდან იწყება. თხილის მწარმოებლების თქმით, გლეხებმა თავად დაახარისხეს თხილი რეალიზაციის გაადვილების მიზნით.

"ასე გაცილებით გაიოლდა ყველაფერი - მივდივართ გლეხებთან ან ისინი მოდიან ჩვენთან და წინასწარ დაფასოებულ თხილის ფასს ველოდებით. კარგი ხარისხის თხილის ფასი 5 ლარზე მეტია. შემდეგ მოდის საშუალო, რომელიც 4-დან 5 ლარამდე ღირს და ბოლოს, დაბალი ხარისხი, ანუ თხილი, რომელშიც მხოლოდ ნაჭუჭის თანხას ვიხდით 1-დან 2-ლარამდე", - ამბობს თხილის მწარმოებელი სერგო ქარდავა.

მისივე თქმით, ასე დაფასოებული თხილი ქარხნებში ჩასაბარებლადაც ადვილია და თხილის პლანტაციების მეპატრონეების მდგომარეობაც გაუმჯობესდა - მათ დარჩეული თხილის უვადოდ დასაწყობებაც არ უწევთ.

ლალი პაპასკირი