ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მლნ დოლარი გაყიდა

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. სებ-ი ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონის შედეგის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

”2016 წლის 27 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.3264 შეადგინა”, - ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.