ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2788 ლარი გახდა

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2788 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.2788 ლარი გახდება. კურსი, რომელიც აქამდე მოქმედებდა, 2.2814 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0026 ლარი შეადგინა.

ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.5739 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა აქამდე მოქმედი კურსი 2.5839 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0100 ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ დღეს საქართველოს ეროვნული ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა.