ფარმაცევტული კომპანია Pfizer ამერიკული კონკურენტის 14 მილიარდ დოლარად შეძენას გეგმავს

უმსხვილესი ფარმაცევტული კორპორაცია Pfizer ამერიკელი კონკურენტის, კომპანია Mepation-ის შეძენას 14 მილიარდ დოლარად გეგმავს.

Financial Times-ის ინფორმაციით, Mepation ონკოპრეპარატების წარმოებით არის დაკავებული. გამოცემის ცნობით, სავარაუდოდ, გარიგება უახლოეს დღეებში შედგება.

„Pfizer ახლოს არის ბიოტექნოლოგიებით დაკავებული კომპანიის შეძენასთან“, - განუცხადა წყარომ Financial Times-ს.

Mepation კიბოს სამკურნალო პრეპარატ Xtandi-ს მწარმოებელია, რომელსაც კომპანიისთვის ყოველწლიურად 2 მილიარდი დოლარი მოაქვს.