Brexit-ის ფონზე ბრიტანელები მოქალაქეობას სხვაგან ეძებენ

ივნისში, დიდ ბრიტანეთში გამართული რეფერენდუმის შემდეგ, ბრიტანელებს შორის ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეობის მიღების სურვილი გაიზარდა.

"ბლუმბერგის" ცნობით, ბრიტანელების ინტერესი გაიზარდა არათუ ძალიან განვითარებული ევროპული ქვეყნებისადმი, არამედ მისი შედარებით "ახალგაზრდა" წევრების მიმართაც, მათ შორის უნგრეთის, ბულგარეთის, ლატვიისა და სხვა ქვეყნების მიმართ.

"ივლისში, გასულ წელთან შედარებით, ავსტრიის პასპორტის მისაღებად საკონსულოში მიმართვიანობა გაორმაგდა. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში შვედეთის საელჩომ მიიღო 150-მდე მიმართვა, პოლონეთის საელჩომ - 111. რეფრენდუმის შემდგომ თვეს ნიდერლანდების საელჩოში მოქალაქეობის მისაღები განცხადებები ათჯერ გაიზარდა. ირლანდიის საელჩოში 17%-ით, ხოლო გერმანიის საელჩო კონკრეტულ ციფრს არ ასახელებს თუმცა ისიც მიმართვიანობის ზრდაზე მიუთითებს. მსგავსი ვითარებაა ევროკავშირის წევრი პრაქტიკულად ყველა ქვეყნის მიმართ", - წერს "ბლურმბერგი".

კოკა კვირკველია