საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა

2016 წლის იანვარ-ივლისში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა.

ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. საქსტატის ინფორმაციით, სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა 171 მლნ აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 15 პროცენტი შეადგინა.

საექსპორტო ათეულში მეორე ადგილი ფეროშენადნობების ექსპორტმა დაიკავა რომელიც 100 მლნ აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 9 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 87 მლნ აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 8 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება უმსხვილეს საიმპორტო სასაქონლო ჯგუფს, საქსტატის ინფორმაციით, 2016 წლის იანვარ-ივლისში უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი სამკურნალო საშუალებები იყო, რომლის იმპორტმა 1708 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 32 პროცენტი შეადგინა. აქედან, C ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტმა 1558 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. მეორე ადგილზე იმყოფებოდა ნავთობის და ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფი 306 მლნ აშშ დოლარით, რაც იმპორტის 6 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე კი 257 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 5 პროცენტი) მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა.