უორენ ბაფეტის წილი Apple-ში 55%-ით გაიზარდა

ამერიკელი მილიარდერის უორენ ბაფეტის საინვესტიციო კომპანია Berkshire Hathaway-მ „ეფლის“ აქციების წილი 55%-ით გაზარდა.

MarketWatch-ის ინფორმაციით, ამ გარიგების შემდეგ ბაფეტის კომპანია „ეფლში“ 15,23 მილიონი აქციის მფლობელია, რომელთა საერთო ღირებულება 1,46 მილიარდი დოლარია.

გამოცემის ცნობით, ივნისში Apple-ში საკუთარი აქციები სრულად გაყიდა მილიარდერმა ინვესტორმა ჯორჯ სოროსმა, რომელიც კომპანიაში 3,1 ათასი აქციის მფლობელი იყო. ამავე პერიოდში Apple-ში აქციების ნაწილი გაყიდა კიდევ ერთმა ამერიკელმა მილიარდერმა დევიდ ეინჰორნმა.

Apple-ში აქციების ყიდვის პარალელურად, ბაფეტის კომპანიამ მსოფლიოს ყველაზე მსხვილი სუპერმარკეტების ქსელის „უოლმარტის“ აქციები გაყიდა.