საექსპორტო ბაზარზე ქართულ ოქროზე მოთხოვნა გაიზარდა

უცხოეთის ქვეყნებში ქართულ ოქროზე მოთხოვნა გაიზარდა.

საქსტატის მონაცემებით, 2016 წლის იანვარ-აგვისტოში საექსპორტო ბაზარზე 55 263.1 აშშ დოლარის ოქრო გავიდა, რაც 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს (40 296.8 აშშ. დოლარი) 14 966.3 აშშ დოლარით აღემატება.

დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული ოქროს 2016 წლის იანვარ-აგვისტოს პროცენტული წილი (4.2%) 1.4%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული ოქროს პროცენტულ წილს (2.8%).

საქსტატის ცნობით, 2016 წლის იანვარ-აგვისტოში, სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული ოქროს მეშვიდე ადგილი უკავია. პირველ ადგილს კი სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ექსპორტი იკავებს.

იხილეთ ვიდეო PALITRATV-ზე