კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა ივნისში 11.1%-ით გაიზარდა

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2016 წლის ივნისში წლიურად 11.1%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხების ზრდა 8.2% იყო) და 16.4 მლრდ ლარი შეადგინა. საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 2016 წლის ივნისში წლიურად 13.5%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით ზრდა 10.7% იყო) და 14.3 მლრდ ლარი შეადგინა. საანგარიშო პერიოდში უმოქმედო სესხები 3.7%-ს გაუტოლდა (წინა თვესთან შედარებით 0.1%-ული პუნქტით დაიკლო). ინფორმაციას ამის შესახებ გალთ&თაგარტი ყოველკვირეულ ეკონომიკურ მიმოხილვაში აქვეყნებს.