"სამსუნგის" სარეცხი მანქანების ზოგიერთი მოდელი ფეთქებადსაშიშია

Samsung Electronics-მა კომპანიის მიერ წარმოებული სარეცხი მანქანების ზოგიერთი მოდელის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემის შესახებ აღიარა.

„ბიბისის“ ინფორმაციით, სამხრეთკორეული კომპანია აშშ-ის ფედერალურ რეგულატორთან ტექნიკის გამოყენების რისკებს განიხილავს.

რეგულატორის განცხადებით, „სამსუნგის“ სარეცხი მანქანების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ზოგიერთი მომხმარებლის საჩივარი შევიდა, რომელთაც აღნიშნეს, რომ რეცხვის დროს მანქანები ფეთქდება.

საქმე ეხება 2011 წლიდან 2016 წლის აპრილის ჩათვლით გამოშვებულ სარეცხი მანქანებს ვერტიკალური დატვირთვით. კონკრეტულად რომელ მოდელზეა საუბარი, ამ დროისთვის უცნობია. თუმცა, კომპანია მომხმარებლებს უფლებას რთავს შევიდეს მონაცემებში და შეამოწმოს, არის თუ არა მისი მოდელი ხარვეზიან სარეცხი მანქანებს შორის.

„იშვიათ შემთხვევებში, მანქანებმა შესაძლოა ანომალური ვიბრაცია გამოსცენ, რამაც შეიძლება მომხმარებლის დაშავება ან მანქანის დაზიანება გამოიწვიოს“, - აცხადებენ „სამსუნგში“.