ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი დასაქმების საერთაშორისო პლატფორმას გახსნის

,,სილიკონ ველი თბილისის’’ სივრცეში არსებული ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი დასაქმების უპრეცედენტო პროექტს იწყებს. ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე არსებული და ყოველდღიურად განახლებადი 10 მილიონი სამუშაო პოზიცია დაინტერესებული პირებისთვის ხელმისაწვდომი ხდება.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” პროექტის ორგანიზატორებმა აცნობეს, დისტანციურად შესასრულებელი სამუშაო პოზიციები მოიცავს ბიზნესის ადმინისტრირებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებს.

დასაქმების საერთაშორისო პლატფორმის პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება პლატფორმის მართვის სისტემა, პროექტის მონაწილეების მიერ დისტანციურად შესრულებული სამუშაოები, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე დასაქმებული სტუდენტები და გადამზადების პროგრამები, რომელსაც სილიკონ ველი 15 ოქტომბრიდან იწყებს.

„დღეს საქართველოში მცხოვრები ყველა ადამიანისათვის ხელმისაწვდომი ხდება დასაქმების საერთაშორისო ბაზრებზე არსებული პოზიციები. სპეციალური გადამზადების პროგრამებით, შესაძლებელი ხდება ბენეფიციართათვის ყოველდღიურად განახლებადი 10 მილიონი სამუშაო პოზიციის შეთავაზება. კვალიფიციური კადრების მიწოდებით ამაღლდება საქართველოს რეიტინგი დასაქმების საერთაშორისო ბირჟაზე, რაც ქვეყანაში ყოველგვარი დამატებითი ინვესტიციების გარეშე ახალ სამუშაო ადგილებს გააჩენს. - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

დასაქმების საერთაშორისო პლატფორმის პრეზენტაცია ხვალ, 30 სექტემბერს, ,,სილიკონ ველი თბილისის’’ სივცეში, 10:30 სთ-ზე გაიმართება.

მის: ბაგები, ჭავჭავაძის 82(სამხარაულის სახ. ექსპერტიზის ბიუროს ასახვევი)

bpn