საქართველოში პირველი all inclusive სასტუმრო გაიხსნა

ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, ახალი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო „ეიფორია“ გაიხსნა.

პროექტში 90 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.

მრავალფუნქციური, თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი სასტუმრო, რომელშიც 415 სხვადასხვა ტიპის ნომერია, მოიცავს გასართობ და სავაჭრო ცენტრ „მეტრო სითის", კაზინოს, ღია და დახურულ საცურაო აუზებს. ასევე კავკასიის რეგიონში ყველაზე დიდ - 1 500 ადამიანზე გათვლილ საკონფერენციო დარბაზს.

14-სართულიანი სასტუმრო შპს „მეტრო ატლას ჯორჯიამ“ ააშენა. სასტუმროში მუდმივად 600 ადამიანი დასაქმდება. მშენებლობის პროცესში კი 1 500-მდე ადამიანი იყო დასაქმებული.

სასტუმრო „ეიფორია“ საქართველოში პირველი all inclusive სასტუმროა.

იხილეთ ვიდეო PALITRATV-ზე

თაია არდოტელი