ქართულ ბაზარზე ვერცხლისშემცველი, სამკურნალო თვისების მქონე წინდები გამოჩნდა

ქართულ ბაზარზე ვერცხლისშემცველი, სამედიცინო-პროფილაქტიკური დანიშნულების წინდები გამოჩნდა.

როგორც ”ქართული წინდის” დირექტორი, ზაზა ჯანეზაშვილი ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას აღნიშნავს, ქართულ ბაზარზე ვერცხლისშემცველი წინდების გამოჩენა პირველი პრეცენდენტია:

”ეს ახალი მიგნებაა, შეძლეს ვერცხლი ისე დაეშალათ, რომ ბამბასთან შეეერთებინათ. თვითონ ვერცხლს აქვს ძალიან ბევრი კარგი თვისება. ჩვენ ეს ძაფი შევიძინეთ და დავამზადეთ წინდები. ამ ეტაპზე ვარცხლისშემცველი წინდები მხოლოდ მამაკაცებისთვის არის. თუმცა სამომავლოდ, ვფიქრობთ, ქალებისა და ბავშვებისთვისაც გამოვუშვათ”, - აღნიშნავს ზაზა ჯანეზაშვილი.

მისივე თქმით, წინდები საქართველოში, ქსელურ სუპერმარკეტებსა და აფთიაქებში იყიდება.

”ქართული წინდა” უკვე 5 წელია ქართულ ბაზარზე ოპერირებს. კომპანია ქართველ მომხმარებელს ტრიკოტაჟის ნაწარმს სთავაზობს. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, სამომავლოდ წინდები ექსპორტზეც გავა.

თამარ კორკოტაშვილი