საუკეთესო კაფე-რესტორნები თბილისსა და ბათუმში

ბედნიერება ისეთი მარტივია - ზაფხული, ზღვა, მზე, საღამო, ცოცხალი მუსიკა… თუმცა სასიამოვნო დასვენების მოწყობა დედაქალაქში დარჩენილებსაც შეგიძლიათ. გთავაზობთ თბილისისა და ბათუმის გამორჩეულ კაფე-რესტორნებს, სადაც ზაფხულის ცხელ დღეებს სასიამოვნოდ გაატარებთ...

"რედისონი"

სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერია" თბილისის შემაღლებულ ადგილას, მდინარე მტკვრის პირას, ვარდების მოედნის #1-ში მდებარეობს. სწორედ მისი მდებარეობის წყალობით, ქალაქისა და მდინარის მომაჯადოებელი ხედებით დატკბობის შესაძლებლობა გეძლევათ. ულამაზეს ხედთან ერთად, სასტუმროს კაფე-ბარი და ლაუნჯი მყუდრო ატმოსფეროსა და უგემრიელეს კერძებს გთავაზობთ.

კაფე "ფლაუერსი"

სილამაზის, სიმყუდროვისა და კომფორტის სინთეზი _ ასეთია კაფე "ფლაუერსი", რომლის ვარდისფერი სახლი მოიცავს დარბაზს, ტერასასა და ლანდშაფტურ ბარს, საიდანაც მთელი თბილისი ხელისგულივით მოსჩანს. სამზარეულო დახვეწილი, მრავალფეროვანი და გემრიელია. კაფე "ფლაუერსი" დ. მეგრელიძის #1-ში (ავლაბრის აღმართი) მდებარეობს.

"მწვანე ტერასა"

"მწვანე ტერასა" ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია რელაქსაციის, მეგობრული შეხვედრების, გართობისა და კარგი განწყობის შესაქმნელად. ევროპული სამზარეულო, მყუდრო გარემო და ხალისიანი მომსახურე პერსონალი ტერასაზე გატარებულ საღამოებს დაუვიწყარს ხდის. "მწვანე ტერასა" კეკელიძის #11-ში გიმასპინძლებთ.

კაფე "ვერდე"

ულამაზესი ხედი, მყუდრო გარემო და უმაღლესი ხარისხის კერძები - ეს იმ დადებითი მხარეების მცირე ჩამონათვალია, რასაც "ვერდე" ზაფხულის საღამოების სასიამოვნოდ გასატარებლად შემოგთავაზებთ. კაფე "ვერდე" ამაშუკელის # 11-ში მდებარეობს.

TOWER

ბათუმში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რესტორანი "თაუერია" - ქართულ-გერმანული სამზარეულო არა მხოლოდ ბათუმელებს, სტუმრებსაც განსაკუთრებით იზიდავს. რესტორანს საკუთარი ლუდსახარშიც აქვს და ვიზიტორებს გერმანული ტექნოლოგიით მოხარშულ უგემრიელეს ლუდს სთავაზობს. "თაუერი" ბათუმში გელოდებათ მისამართზე: ხიმშიაშვილის # 9/11.

VOX

"ვოქსი" სტუმრებს როგორც რესტორანს, ასევე ვერანდასა და ლაუნჯ სივრცეს სთავაზობს. ის სხვა კაფე-რესტორნებისგან იმითაც განსხვავდება, რომ საკუთარი 30-ადგილიანი პარკინგი გააჩნია. სადღესასწაულო ღონისძიების მოსაწყობად თუ რომანტიკული საღამოს გასატარებლად, "ვოქსის" მომსახურე პერსონალი მაქსიმალურ კომფორტს შეგიქმნით. რაც მთავარია, აქ მხოლოდ გემოვნებიან მუსიკას მოისმენთ. მისამართი: ანგისის ქ. #2.

"ჩი გუსტა"

წელს ბათუმი დამსვენებლებს სასიამოვნო სიახლით ხვდება - ქალაქის კაფე-რესტორნებს იტალიური სამზარეულო - "ჩი გუსტა" შეუერთდა. უგემრიელესი კერძები, იტალიური ნაყინი და ყავა, სასიამოვნო გარემო და მომხმარებელზე ორიენტირებული პერსონალი საღამოს საუკეთესოდ გატარებას უზრუნველყოფს. "ჩი გუსტას" ორი რესტორანი თბილისში უკვე პოპულარობით სარგებლობს - ივლისის ბოლოდან კი შესაძლებლობა გეძლევათ "ჩი გუსტას" ბათუმშიც ეწვიოთ. გარდა იმისა, რომ კაფე-რესტორანი გემრიელ კერძებს შემოგთავაზებთ, იქვე მოეწყობა "ბიბლუსის" მაღაზია, რომელიც არაჩვეულებრივ გარემოში წიგნებთანაც გაზიარებთ. რაც ყველაზე საინტერესოა, მომხმარებელს საშუალება ექნება, პირადობის მოწმობით წიგნი დროებით მოხმარებაში გაიტანოს პლაჟზე, სკვერში, ბარში და შემდეგ დააბრუნოს. მის: ქ.ბათუმი მ.აბაშიძე /ვაჟა-ფშაველა # 52/18.

"ტყუპები"

ნამდვილი ბათუმური ყავის დაგემოვნება კაფე-რესტორან "ტყუპებში" შეგიძლიათ. ზღვის სანაპიროზე ორი ერთმანეთის მსგავსი შენობა თქვენს დასვენებას კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის - გემრიელი კერძების დაგემოვნება აქ ზღვის ხედისა და ცოცხალი მუსიკის ფონზე შეგიძლიათ. "ტყუპები" ზღვისპირა პარკში გელოდებათ.

წყარო: TOP რეიტინგი