ერეკლე II-ის სახელით თბილისის ზარაფხანაში მოჭრილი ფული

1744 წელს ირანის 139-წლიანი ბატონობის შემდეგ სვეტიცხოველში, ქრისტიანული წესით, ქართლის მეფედ ეკურთხა ბაგრატიონთა კახეთის შტოს წარმომადგენელი თეიმურაზ II (1744-1762), ხოლო კახეთში 1762 წელს გამეფდა მისი ვაჟი ერეკლე II. ქართლ-კახეთის სამეფოს დამოუკიდებელმა სტატუსმა ასახვა პოვა 1765-1766 წლებში ერეკლე II-ის სახელით თბილისის ზარაფხანაში მოჭრილ ფულზე. მონეტაზე გამოსახულია ბაგრატიონთა საგვარეულო გერბი და სამეფო რეგალიები.

ნახევარი ბისტი. სპილენძი. ერეკლე II (1762- 1798). თბილისი. 1765-1766

Av. ბაგრატიონთა საგვარეულო გერბი: გვირგვინი, სასწორი, სფერო, სკიპტრა და მახვილი.

Rv. ქართული ასომთავრული ზედწერილი: "ერეკლე", სპარსული ზედწერილი და თარიღი ჰიჯრით: "იჭედა თბილისს 1178 წელს" (1765-1766).

გაიგეთ მეტი "ქართული მონეტების ოქროს კოლექციის" შესახებ

გამოიწერეთ მონეტების წიგნი-ალბომი